07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
გადაუღებელი წვიმა და ტორნადო შეერთებულ შტატებში - უამინდობას 4 ადამიანი ემსხვერპლა

უამინდობას შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონში მსხვერპლი მოჰყვა. ალაბამას, მისისიპის, ფლორიდას, ლუიზიანასა და ტეხასს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ყველაზე მეტად დაზარალდა ალაბამას შტატი, სადაც 4 ადამიანია დაღუპული.

გადაუღებელ წვიმასთან ერთად ალაბამაში რამდენიმე დასახლებას ტორნადოები დაატყდა თავს. შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები, წაქცეულია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები. 20 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა ტორნადოების სერიამ მისისიპიში და ლუიზიანაშიც, თუმცა აქ სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დღის ამბები