07 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ამერიკელი ტყუპები სხვადასხვა დღეს და სხვადასხვა წელს დაიბადნენ

ამერიკელი ტყუპები სხვადასხვა დღეს და სხვადასხვა წელს დაიბადნენ. შემთხვევა არიზონას შტატში მოხდა. ბავშვები 10 წუთიანი ინტერვალით გაჩნდნენ.

ექიმების თქმით, პირველი ბავშვი, რომელსაც სახელად სოიერი დაარქვეს, 31 დეკემბერს 23:51 საათზე გაჩნდა, მისი ტყუპისცალი - ევერეტი კი პირველ იანვრის დადგომიდან ერთ წუთში დაიბადა.

მედიის ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა კალიფორნიაშიც მოხდა. სან დიეგოს კლინიკაში დედამ ერთი შვილი ახალი წლის დადგომამდე 2016 წელს გააჩინა, მეორე კი 4 წუთის შემდეგ 2017 წლის პირველ იანვარს გაჩნდა.


დღის ამბები