07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
თურქულმა მედიამ დღეს სავარაუდო ტერორისტის სელფ-ვიდეო გაავრცელა

სტამბოლში მომხდარი ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილის სელფ-ვიდეო თურქულმა მედიამ დღეს გაავრცელა. ვიდეოს გადაღების თარიღი უცნობია, თუმცა ეჭვმიტანილის ფონზე ჩანს ტაქსიმის მოედანი.

მისი ვინაობა თურქმა სამართალდამცველებმა უკვე დაადგინეს. სავარაუდოდ ის ყირიზეთის მოქალაქე, 28 წლის იახე მაშრაპოვია. გავრცელებული ცნობით, ის სტამბოლში ცოლ-შვილთან ერთად ნოემბერში ჩავიდა. თავდაპირველად სამართალდამცველებმა მისი თითის ანაბეჭდები, მოგვიანებით კი ფოტოც იპოვეს.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

დღის ამბები