07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ჰოლივუდში დაჯილდოების ცერემონიების სეზონი გაიხსნა

ჰოლივუდში დაჯილდოების ცერემონიების სეზონი გაიხსნა. 2017 წლის პირველი ჯილდოები მსახიობებს Palm Springs-ის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გადაეცათ.

ჟიურიმ ის კინოხელოვანები დაასახელა, ვინც მისი აზრით წლევანდელი სეზონის მთავარი ჯილდოების მფლობელები გახდებიან. მათ შორის არიან ტომ ჰენკსი, ნიკოლ კიდმანი, ნატალი პორტმანი, ემი ადამსი, რაიან გოსლინგი და კეისი აფლეკი.

სპეციალური პრიზები გადაეცათ ორ ახალბედა მსახიობს. ამომავალი ვარსკვლავის ნომინაციაში პრიზი რუთ ნეგას გადაეცა, რომელმაც სადებიუტო როლი ფილმში სიყვარული შეასრულა. მთვარის შუქში შესრულებული დასამახსოვრებელი პერფორმანსისთვის კი ჟიურიმ მაჰერშალა ალი დააჯილდოვა.

დღის ამბები