07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს წევრებმა ერაყელი სამხედროების პოზიციებს შეუტიეს

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრებმა ერაყელი სამხედროების პოზიციებს შეუტიეს. მოსული-ბაიჯის დამაკავშირებელ მაგისტრალთან ტერორისტებმა ყაზარმა ააფეთქეს და ცეცხლი გახსნეს.

ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს მოსულის გარეუბნებში და ქალაქის ცენტრალურ რაიონებშიც.

სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, მოსულის გათავისუფლების ოპერაციის მეორე ეტაპის დაწყებიდან ელიტურმა ქვედანაყოფებმა რამდენიმე რაიონზე დაამყარეს კონტროლი.

ერთკვირიანი ბრძოლების გამო ქალაქს მშვიდობიანი მოსახლეობა ტოვებს.

დღის ამბები