07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ტრამპი აშშ-ის დაზვერვის სამსახურისგან რუსეთის კიბერთავდასხმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოისმენს

დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებისგან რუსეთის კიბერთავდასხმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობა. შეხვედრა ნიუ იორკში მომდევნო ორ დღეში გაიმართება.

ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის განცხადებით, სპეცსამსახურები არჩეული პრეზიდენტს ცნობებს რეგულარულად აწვდიან. თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ რუსეთის კიბერთავდასხმამ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა მოახდინა.

5 იანვარს სენატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტში მოსმენა გაიმართება, რომელზეც კიბერთავდასხმებზე დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლეპერის, ანგარიშს მოისმენენ.

დღის ამბები