07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს შესაძლოა უკრაინაში შესვლა აუკრძალონ

საფრანგეტის პრეზიდენტობის კანდიდატს მარი ლე პენს შესაძლოა უკრაინაში შესვლა აუკრძალონ. მიზეზი პარტია ნაციონალური ფრონტის ლიდერის ყირიმზე გაკეთებული განცხადება გახდა.

ფრანგული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში, მარინ ლე პენმა რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიაში ეჭვი შეიტანა და აღნიშნა, რომ რუსეთთან მიერთება მოსახლეობის სურვილი იყო.

ულტრა მემარჯვენე პოლიტიკოსის ამ განცხადებას გამოეხმაურნენ კიევში და მარინ ლე პენისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა არ გამორიცხეს.

დღის ამბები