07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
შეერთებულ შტატებში 115-ე მოწვევის კონგრესი მუშაობას შეუდგა

შეერთებულ შტატებში 115-ე მოწვევის კონგრესი მუშაობას შეუდგა. პირველ სამუშაო დღეს ახლად არჩეულმა სენატორებმა, ტრადიციულად, ფიცი დადეს.

კაპიტოლიუმის ძველი სენატის პალატაში გამართულ ცერემონიას ქვეყნის მოქმედი ვიცე პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი უძღვებოდა.

2007 წლის შემდეგ პირველად, თეთრ სახლსაც და კონგრესის ორივე პალატასაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ.

სესიის გახსნის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერად კვლავ პოლ რაიანი აირჩიეს. მას მხარი 239-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დღის ამბები