07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
დაჯგუფება "ალ ნუსრას ფრონტის" შტაბ-ბინა დაბომბეს

სირიის ჩრდილოეთ რეგიონში დაჯგუფება ალ ნუსრას ფრონტის შტაბ ბინა დაბომბეს. გავრცელებული ცნობით, იდლიბის პროვინციაში განხორციელებული ავია იერიშების შედეგად, დაჯგუფების 25 წევრი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე ლიდერი, ათობით მებრძოლი კი დაიჭრა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის ავიაციამ მიიტანა შეტევა, თუმცა თავად დაჯგუფება საერთაშორისო კოალიციას ადანაშაულებს.

სირიაში გასულ კვირას ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის ზავი ალ ნუსრას ფრონტზე არ ვრცელდება.

სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის შეთანხმება რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით გაფორმდა, თვის ბოლოს კი ასტანაში სამშვიდობო მოლაპარაკებებია დაგეგმილი.

დღის ამბები