07 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ბევერლი ჰილზში წლის ყველაზე წარმატებულ ფილმებსა და მსახიობებს გამოავლენენ

კვირის ბოლოს ბევერლი ჰილზში წლის ყველაზე წარმატებულ ფილმებსა და მსახიობებს გამოავლენენ. ოქროს გლობუსის რიგით 74-ე დაჯილდოების ცერემონია 8 იანვარს გაიმართება და სასტუმრო ბევერლი ჰილტონი უკვე სტუმრების დასახვედრად მენიუს ამზადებს.

ნიუ იორკში კი რჩეული მსახიობები და ფილმები კინოკრიტიკოსებმა დაასახელეს. ნიუ იორკის კინოკრიტიკოსებმა წლის საუკეთესო რეჟისორები და მსახიობები 82-დ გამოავლინეს.

წლის საუკეთესო ფილმი ლა ლა ლენდი გახდა, რომელშიც მთავარ როლებს რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი ასრულებენ. სურათის ავტორი დემიან შაზელი კი, ოსკარის პრეტენდენტთა სიაშია.

კინოკრიტიკოსებმა წლის საუკეთესო მსახიობის ტიტული ბენ აფლეკის ძმას, კეისი აფლეკს მიანიჭეს ფილმში მანჩესტერი ზღვისპირას შესრულებული როლისთვის.

ნიუ იორკის კინოკრიტიკოსთა წრე უძველესი ორგანიზაციაა, რომელიც გაზეთების, ჟურნალებისა და ინტერნეტ გამოცემების ჟურნალისტებს აერთიანებს. მათ მიერ ჩატარებული დაჯილდოების ცერემონიას მოყვება უკვე კინომიმომხილველთა გადაწყვეტილება, რომლის შედეგებიც დღეს მოგვიანებით გაირკვევა. კვირის ბოლოს კი, ოქროს გლობუსის მფლობელები გამოვლინდებიან. 

დღის ამბები