07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
თურქი სამართალდამცავებისთვის სტამბოლის ღამის კლუბში 39 ადამიანის მკვლელის ვინაობა ცნობილია

თურქმა სამართალდამცავებმა დაადგინეს თავდამსხმელის ვინაობა, რომელმაც სტამბოლის ღამის კლუბში 39 ადამიანი მოკლა.

განცხადება ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, თუმცა მას არც ძებნილის გვარი და არც ეროვნება დაუსახელებია.

ორი დღის წინ თურქულმა მედიამ სავარაუდო ეჭვმიტანილის ვიდეო გაავრცელა, რომელიც მანამდე ტელეგრამის ქსელში, ISIS-ის მხარდამჭერთა გვერდზე გამოქვეყნდა.

პარალელურად, გრძელდება ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილთა დაკავებები. ამჯერად რეიდები ქალაქ იზმირში ჩატარდა და 27 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

დღის ამბები