07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა - გერმანელი სამართალდამცავები რეიდებს ატარებენ

საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით  გერმანიის პოლიცია რეიდებს ატარებს. სამართალდამცველებმა ბერლინში დევნილთა თავშესაფარი და საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.

გამოძიების ვერსიით, აქ ცხოვრობდნენ პირები, რომლებიც ტერაქტის მთავარ ეჭვმიტანილს, ანის ამრის კარგად იცნობდნენ და თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, მასთან კონტაქტიც ჰქონდათ.

24 წლის ტუნისელი მამაკაცი სატვირთო ავტომობილით საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე 19 დეკემბერს შევარდა და 12 ადამიანი იმსხვერპლა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თავად ამრი კი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მილანის გარეუბანში მოკლეს.

დღის ამბები