07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ისრაელის სამხედრო სასამართლომ ებრაელი ჯარისკაცი დამნაშავედ ცნო

ისრაელის სამხედრო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ებრაელი ჯარისკაცი, რომელმაც დაჭრილი პალესტინელი საკონტროლო გასროლით მოკლა. საუბარია 2016 წლის მარტში, ჰებრონში მომხდარ ინციდენტზე.

მაშინ ორი პალესტინელი ებრაელ სამხედროებს თავს დაესხა. ჯარისკაცებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი პალესტინელი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა, თუმცა 20 წლის ებრაელმა ჯარისკაცმა ისიც მოკლა.

მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს და ფაქტის გამოძიება გაეროს სთხოვეს. განაჩენს ბრალდებულს დღესვე გამოუტანენ.

სასამართლოს შენობასთან მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებაც მოხდა. 

 

დღის ამბები