07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
სტამბოლის ღამის კლუბში, სადაც თავდასხმა მოხდა, ჟურნალისტები დაუშვეს

სტამბოლის ღამის კლუბში, სადაც ახალი წლის ღამეს თავდამსხმელმა 39 კაცი მოკლა, ტელეკამერები დღეს პირველად დაუშვეს. სამართალდამცველებმა მისი ვინაობა უკვე დაადგინეს, თუმცა არც მის გვარს და არც მის ეროვნებას არ ასახელებენ.

ცნობილია, რომ ტერორისტი კვლავ იძებნება. პარალელურად, თურქეთის მასშტაბით რეიდები გრძელდება. ქალაქ იზმირში 4 მისამართზე 27 ადამიანი დააკავეს.

ისინი სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმასა და დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.

გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებულებს შორის არიან ისინიც, რომლებიც ქალაქ კონიაში ძებნილ ტერორისტთან ერთად ცხოვრობდნენ.

დღის ამბები