07 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
ჩინეთში ყინულის ფესტივალისთვის ემზადებიან

ჩინეთის ქალაქ ჰარბინში ყინულის ფესტივალისთვის ემზადებიან. რიგით 33-ზე ფესტივალი ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. მანამდე კი, არტისტები ყინულის ქანდაკებებზე ბოლო დეტალებს ასწორებენ.

ტრადიციულად, ყინულისგან ძირითადად ისტორიულ ნაგებობებს ამზადებენ, წელს სამსართულიან შენობებს შორის, დამთვალიერებელი პიზის კოშკსაც ნახავს.

ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცივ ქალაქში ყინულის ფესტივალი 25 თებერვლამდე გაგრძელდება.

დღის ამბები