07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
"ოქროს გლობუსის" დაჯილდოების მოლოდინი

სასტუმრო The BEVERLY HILTON-ში ჰოლივუდის ვარსკვლავების დასახვედრად ემზადებიან. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, საზეიმო წვეულებაზე მიწვეული სტუმრები პირველად დააგემოვნებენ კერძებს, რომელსაც სპეციალურად მათთვის იტალიელი შეფ მზარეული მოამზადებს.

კინოკრიტიკოსები დაჯილდოების ცერემონიამდე, ოქროს გლობუსის სხვადასხვა ნომინაციის სავარაუდო გამარჯვებულებს ასახელებენ.

წლის საუკეთესო ფილმის სტატუსს უწინასწარმეტყველებენ დრამას მანჩესტერი ზღვის პირას. მამაკაცებს შორის წლის საუკეთესო მსახიობად კეისი აფლეკის აღიარებას ელიან.

ქალებს შორის ამავე ნომინაციაში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ ნატალი პორტმანს, რომელიც ჟაკლინ კენედის შესახებ გადაღებულ ფილმში ყოფილ პირველ ლედის ასახიერებს.

კომედიური ჟანრის საუკეთესო მსახიობებს შორის ფავორიტად სახელდება რაიან გოსლინგი ლალა ლენდში შესრულებული როლისთვის. ქალებს შორის კი, ამავე ნომინაციაში ოქროს გლობუსს უწინასწარმეტყველებენ მის კინო პარტნიორს ემა სტოუნს.

ფილმის ავტორს დემიენ შაზელს კი, კრიტიკოსთა აზრით, წლის საუკეთესო რეჟისურისთვის დააჯილდოვებენ.

გამართლდება თუ არა კინომიმომხილველთა პროგნოზი, 8 იანვარს გაირკვევა.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

დღის ამბები