07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
ბელგიის პროკურატურამ ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილის ახალი ფოტოები გაავრცელა

ბელგიის პროკურატურამ ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილის ახალი ფოტოები გაავრცელა. ის ბრიუსელის რკინიგზის სადგურში თავდასხმიდან ორი დღის შემდეგაა გადაღებული.

საშობაო ბაზრობაზე მოწყობილი ტერაქტის შემდეგ 24 წლის ანის ამრიმ გერმანია ჰოლანდიისა და საფრანგეთის გავლით დატოვა, საბოლოოდ კი ის სამართალდამცველებმა მილანის გარეუბანში მოკლეს.

პარალელურად, გერმანელმა სამართალდამცველებმა ტერაქტთან დაკავშირებით 26 წლის ტუნისელი მამაკაცი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, მან თავდასხმის წინა დღეს ამრისთან ერთად ისადილა, ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ ტერაქტთან კავშირი დაკავებულსაც ჰქონდეს.

დღის ამბები