07 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ობამას სადაო ჯანდაცვის პროგრამის გასაუქმებლად დებატები დაიწყო

დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას იწყებს. სენატში ობამას სადაო ჯანდაცვის პროგრამის გასაუქმებლად დებატები დაიწყო. პრეზიდენტი კი კაპიტოლიუმში თანაპარტიელებს შეხვდა და მოუწოდა ამერიკელებისთვის მოქმედი სადაზღვევო სისტემის შესანარჩუნებლად იბრძოლონ.

სენატში სადაო ჯანდაცვის პროგრამის განხილვის დაწყებამდე ბარაკ ობამა კაპიტოლიუმში დემოკრატ სენატორებს შეხვდა. მოლაპარაკებები 2 საათს გაგრძელდა. პრეზიდენტმა, რომელიც ორ კვირაში პოსტს დატოვებს თანაპარტიელებს მოუწოდა ბოლომდე იბრძოლონ საკანონმდებლო ორგანოში ჯანდაცვის პროგრამის შესანარჩუნებლად.

სენატში კი პროგრამის განხილვა კენჭისყრის საფუძველზე დაიწყო. თავდაპირველად დებატები შეეხება საბიუჯეტო რეზოლუციას, რომელიც ჯანდაცვის არსებული გეგმის დაფინანსებაზეა. საკანონმდებლო ინიციატივით საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე გამოვიდა.

სადაო პროგრამის გაუქმება სენატში არაერთხელ სცადეს. კენჭისყრა სენატში 50-ჯერ გაიმართა, თუმცა ობამას გეგმის ოპონენტებმა მიზანს ვერც ერთხელ მიაღწიეს. პროგრამა 2010 წლიდან მოქმედებს და 20 მილიონ მოქალაქეზე ვრცელდება. ის ყველა ამერიკელს ავალდებულებს იყოს დაზღვეული.

დღის ამბები