07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
გამკაცრებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ-ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი ახალ კანონპროექტს ამზადებენ

ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი ახალ კანონპროექტს ამზადებენ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ არჩეული პრეზიდენტი ხვალ გაეცნობა დაზვერვის სამსახურის ანგარიშს და დარწმუნდება, რომ რუსეთი ნამდვილად ჩაერია საარჩევო პროცესში.

სენატორის თქმით, თუ დონალდ ტრამპი შესაბამის რეაგირებას არ მოახდენს, მომავალში კიბერთადასხმების მოწყობას სხვა ქვეყნებიც ეცდებიან, და შესაძლოა მათი სამიზნე რესპუბლიკური პარტიის სერვერი გახდეს.

ლინდსი გრემი ასევე აცხადებს, რომ გაუჭირდება ტრამპის კაბინეტის წევრებს მხარი დაუჭიროს, თუ ისინი რუსეთის კიბერთავდასხმებზე დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნას არ გაიზიარებენ.

დღის ამბები