07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
თურქეთის პოლიციამ ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის დოგანის ოფისები და თანამშრომლების საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკა

თურქეთის პოლიციამ ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის დოგანის ოფისები და თანამშრომლების საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკა.

სტამბოლში ჩატარებული რეიდის დროს სამართალდამცველებმა კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და იურიდიულ საკითხებში მთავარი მრჩეველი დააკავეს.

მათ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედებათ ბრალად.

შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ყოფილ სასულიერო პირს თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები