07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
შტორმი და გადაუღებელი წვიმა გერმანიაში

გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებს გადაუღებელი წვიმა და ძლიერი შტორმი დაატყდა თავს.

სტიქიამ ყველაზე მეტად პოლონეთის საზღვართან მდებარე რაიონები დააზარალა, სადაც ასეთი წყალდიდობა 2006 წლის შემდეგ არ ყოფილა. დატბორილია ქუჩები, მანქანები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

ქალაქ ვისმარის პორტში წყლის დონემ ერთ ღამეში თითქმის ორი მეტრით მოიმატა. გერმანიის სამხრეთში კი დიდთოვლობას ებრძვიან.

მიუნხენში ქუჩებს თოვლის საფარისგან სპეციალური ტექნიკით წმენდენ, მაღალმთიან რაიონებში კი ჰაერის ტემპერატურა მინუს 20 გრადუსამდე დაეცა.

დღის ამბები