07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი ადამიანები დააკავა

თურქეთის პოლიციამ უიგური წარმოშობის რამდენიმე ადამიანი დააკავა, რომლებიც სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი, ამის შესახებ BBC წერს.

დაკავებულები ჩინეთის რეგიონიდან, ქსინიანიდან არიან ჩამოსულები.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ვეისი კანიანი აცხადებს, რომ ეჭვმიტანილი ტერორისტი წარმოშობით უიგურია და არ არის გამორიცხული, რომ იგი მარტო არ მოქმედებდა.

სამართალდამცველებმა სისხლიანი ახალი წლის შემდეგ უკვე ათობით ეჭვმიტანილი დააკავეს, თუმცა მთავარი ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ ძებნაშია.

დღის ამბები