07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
გერმანიაში შოკოლადის ქურდობისთვის 2 ქართველი მამაკაცი დააკავეს

გერმანიის ქალაქ კიონიგსბრუკში ორმა ქართველმა მამაკაცმა  ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან ტკბილეული მოიპარა, თუმცა მათ შოკოლადებით შორს გაქცევა ვერ მოახერხეს. ამის შესახებ ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა Sächsische Zeitung-ი წერს.

35 და 29 წლის მამაკაცებმა მანქანით გაქცევა მოახერხეს, თუმცა მალე ისინი პოლიციამ დააკავა. ქართველებმა 200 ევროს საფასურის 37 შოკოლადი მოიპარეს. პოლიციამ ისინი წინასწარი დაკავების საკანში დააპატიმრა.

დღის ამბები