07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
აფეთქება იზმირში - დაშავებულია სულ ცოტა 9 ადამიანი [ვიდეო]

აფეთქება თურქეთში - CNN Turk-ის ინფორმაციით, ქალაქ იზმირში სასამართლოს შენობის გვერდით 2 მანქანა აფეთქდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ აფეთქების შედეგად სულ ცოტა 9 ადამიანი დაშავდა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მათ დაჭრილები საავადმყოფოებში გადაჰყავთ. 

ადგილზე მიმდინარე მოვლენების ამსახველ ვიდეოს independent-ი ავრცელებს.

სოციალურ ქსელში ადგილობრივები მობილურით გადაღებულ ვიდეოებს ავრცელებენ.

დღის ამბები