07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
პარიზში "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმის დროს დაღუპულებს იხსენებენ

პარიზში შარლი ებდოს რედაქციაზე თავდასხმის დროს დაღუპულებს იხსენებენ.

დღეს სატირული გაზეთის ყოფილ ოფისთან თანამშრომლები, დაღუპულთა ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ, მათ შორის პარიზის მერი და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. თავდასხმა პარიზში ორი წლის წინ მოხდა.

2015 წლის 7 იანვარს რედაქციის შენობაში ცეცხლი ორმა ისლამისტმა გახსნა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

რედაქციის შენობის გარდა, დღეს ცერემონიის მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს ის ადგილი, სადაც გაქცეულმა თავდამსხმელებმა პოლიციელს ესროლეს და ებრაული სუპერმარკეტი, სადაც შარლი ებდოზე თავდასხმიდან ორ დღეში შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ადამიანი მოკლა.

დღის ამბები