07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
იზმირში მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ იზმირში. სასამართლოს შენობასთან 2 დანაღმული მანქანა აფეთქდა. დაიღუპა პოლიციელი და სასამართლოს თანამშრომელი. დაშავდა 10 ადამიანი. აფეთქებას ორმხრივი სროლაც მოყჰვა.

სროლა პოლიციასა და დამნაშავეებს შორის დაიწყო, შედეგად სამართალდამცველებმა ორი ტერორისტი მოკლეს, მესამეს კი ეძებენ.

ვარაუდობენ, რომ აფეთქების უკან ქურთთა მუშათა პარტია დგას. მასშტაბური სპეცოპერაცია იზმირში გუშინაც ჩატარდა, რომლის დროსაც სტამბოლის ღამის კლუბში მომხდარ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილები დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცი, რომელმაც კლუბში ახალი წლის ღამეს 39 ადამიანი მოკლა, უიგურია. ის ამ დრომდე იძებნება.

ამავე თემაზე
დღის ამბები