07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
დროა გაიზარდო დონალდ და დიდი კაცი გახდე - ჯო ბაიდენი ტრამპს აკრიტიკებს

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს. შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი არჩეულ პრეზიდენტს მოუწოდებს გაიზარდოს, რადგან ის უკვე ქვეყნის მეთაურია.

„დროა გაიზარდო დონალდ და დიდი კაცი გახდე. ახლა პრეზიდენტი ხარ და რაღაც უნდა გააკეთო. გვაჩვენე რა გაქვს, რა კანონების შემოთავაზებას აპირებ. ჩვენ განვიხილავთ და მოდი საზოგადოებამ გადაწყვიტოს კონკგრესში კენჭისყრით. ვნახოთ რა მოხდება. რაც შეეხება კიბერთავდასხმას, არსებობს ერთიანი პოზიცია და მტკიცებულებაც, რომ რუსეთი ნამდვილად მუშაობდა არჩევნებზე გავლენის მოსახდენად,“ - აცხადებს ჯო ბაიდენი.

ჯო ბაიდენმა ტრამპი დაზვერვის მიმართ უნდობლობის გამოც გააკეტიკა და განცხადა, რომ უგუნური საქციელია, როდესაც პრეზიდენტი არ ენდობა და არ არის მზად მოუსმინოს დაზვერვის სამსახურს.

დღის ამბები