07 ოქტომბერი 2024,   10:34
ვრცლად
რუსეთის კიბერთავდასხმები აშშ-ში ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ განიხილება

რუსეთის კიბერთავდასხმები შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. განცხადება ამის შესახებ, სენატში უცხოური საფრთხეების საკითხზე გამართულ მოსმენებზე ჯეიმს კლეპერმა გააკეთა.

ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ჰაკერული თავდასხმები კრემლის დავალებით განხორციელდა.

კლეპერის განცხადებით, კრემლი კიბერ სივრცეში აგრესიული პოზიციის გატარებას ისევ განაგრძობს და მისი სამიზნე სამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები, მათ შორის, სამხედრო დიპლომატიური და სავაჭრო ორგანოზაციებია.

კლეპერის პროგნოზს ჯონ მაკკეინმა უპასუხა. ამერიკელი სენატორის თქმით, არ არის გასაკვირი, რომ ვლადიმერ პუტინი სერიოზულ შეტევებზე გადავიდა, რადგან უკრაინაში შეჭრისთვის, ყირიმის ანექსიისთვის, დემოკრატიული ღირებულებების დარღვევისა და ასადის დახმარებისთვის მან საკადრისი პასუხი არ მიიღო.

დღის ამბები