07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
აშშ-ში ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი იცვლება

ჯეიმს კლეპერს ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფილი სენატორი დენ ქოუტსი შეცვლის. დონალდ ტრამპის გარემოცვაში აცხადებენ, რომ არჩეული პრეზიდენტი ოფიციალურ განცხადებას ამ თემაზე უახლოეს დღეებში გააკეთებს.

ამ თანამდებობაზე ტრამპი ორ კანდიდატურას განიხილავდა, დენ ქოუტს და ნიუ ჯერსის ყოფილ გუბერნატორს, კრის კრისტის. ორივე კანდიდატი ტრამპ თაუერში მოლაპარაკებაზე, დეკემბრის ბოლოს იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფრომაციით, კრის კრისტიმ შეთავაზებაზე უარი განაცხადა. 73 წლის დენ ქოუტსი სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრი იყო, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს კი, გერმანიაში ელჩად მუშაობდა. 

დღის ამბები