07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
თურქეთში მასშტაბური თავდასხმა იგეგმებოდა

თურქეთის ქალაქ იზმირში მასშტაბური თავდასხმა იგეგმებოდა. სასამართლოს შენობასთან, სადაც ტერორისტებმა დანაღმული მანქანა ააფეთქეს, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარები და ნაღმმტყორცნები აღმოაჩინეს.

ქვეყნის ვიცე პრემიერის განცხადებით, ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ თავდამსხმელები უფრო მასშტაბურ ოპერაციას გეგმავდნენ.

დანაღმული მანქანა სასამართლოს შესასვლელთან აფეთქდა, რასაც ორმხრივი სროლა მოყვა პოლიციელებსა და თავდამსხმელებს შორის. ორი მათგანი ადგილზე მოკლეს.

თურქეთის ხელისუფლების ვარაუდით, ტერაქტი ქურთთა მუშათა პარტიის მოწყობილია.

დღის ამბები