07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი მაცხოვრის განცხადებისა და ნათლისღების დადგომის დღესასწაულს აღნიშნავს

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის განცხადებისა და ნათლისღების დადგომის დღესასწაულს აღნიშნავს. მადრიდის ცენტრში გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე, თეატრალიზებული მსვლელობა გაიმართა.

მსახიობებმა სამი მოგვი განასახიერეს და მოზეიმეებს ტკბილეული დაურიგეს. მაცხოვრის განცხადება ესპანეთში ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულად ითვლება და ტრადიციულ საახალწლო საჩუქრებს ოჯახის წევრები ერთმანეთს სწორედ ამ დღეს ჩუქნიან.

დღის ამბები