07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ჩინეთში, ყინულის საერთაშორისო ფესტივალის გახსნაზე 18 წყვილი დაქორწინდა

ჩინეთში ტრადიციული ყინულის საერთაშორისო ფესტივალი მასობრივი ქორწინებით გაიხსნა. ჰარბინის ყინულის ქალაქში 18 წყვილი შეიკრიბა და ერთად იქორწინა.

სპეციალურად მათთვის ორგანიზატორებმა წითელი ხალიჩა გაშალეს და ყინვაგამძლე ყვავილების თაიგულები დაუკვეთეს. შეყვარებული წყვილებისთვის ყინულის ქალაქში ფოიერვერკების შოუც გაიმართა.

რიგით 33-ე ყინულის ფესტივალი ჰარბინში 60 დღეს გაგრძელდება. წელს ორგანიზატორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 2 მილიონზე მეტ ტურისტს ელოდებიან.

დღის ამბები