07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
მართლმადიდებლების ნაწილი შობას მთელ მსოფლიოში ზეიმობს

მართლმადიდებლების ნაწილი შობას მთელ მსოფლიოში ზეიმობს. დღესასწაულს ათასობით მორწმუნე წმინდა მიწაზე შეხვდა. საზეიმო წირვა ბეთლემში, ტრადიციულად, მაცხოვრის შობის ტაძარში გაიმართა.

ეკლესიებში შეხვდა შობის დღესასწაულს რუსეთის მოსახლოებაც. საზეიმო ლიტურგია მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში გაიმართა და მას მოსკოვის პატრიარქი კირილი უძღვებოდა. წირვის დაწყებამდე მან, ტრადიციულად, საშობაო ტელემიმართვა გაავრცელა და მრევლს მოუწოდა, ვირტუალური სივრციდან გამოვიდნენ და ახლობლები გააბედნიერონ.

შობას აღნიშნავენ სერბეთშიც. ტრადიციის თანახმად, სერბი მართლმადიდებლები დღესასწაულზე მუხის ტოტებს წვავენ.

შობას დღეს ზეიმობენ ეგვიპტეში მცხოვრები კოფტი ქრისტიანებიც. სადღესასწაულო მესა კაიროსა და ალექსანდრიაში კოფტურ ეკლესიებში ჩატარდა. დედაქალაქში ღვთისმსახურებას ეგვიპტის პრეზიდენტიც ესწრებოდა. მან ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა. 

დღის ამბები