07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
თავდასხმა ფლორიდის საერთაშორისო აეროპორტში - დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

თავდასხმის შემდეგ ფლორიდის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. სროლას ფორტ-ლოდერდეილის აეროპორტში, ბოლო მონაცემებით, 5 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მდე კი დაშავდა.

ცეცხლი მეორე ტერმინალის ტერიტორიაზე, სადაც მგზავრები ბარგს იღებენ, 26 წლის მამაკაცმა გახსნა. ის ფლორიდაში ავიაკომპანია დელტას რეისით, ალიასკიდან ჩაფრინდა, იარაღი კი ბარგში ჰქონდა.

დამნაშავე სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ის მარტო მოქმედებდა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველები ტერორიზმის ვერსიასაც არ გამორიცხავენ.

ეჭვმიტანილი ერაყის ომის ვეტერანია და მას, მედიის ცნობით, ფსიქიკური პრობლემები აქვს. 

დღის ამბები