07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
აშშ-ის კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად დაამტკიცა

შეერთებული შტატების კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად დაამტკიცა. სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ერთობლივ სხდომას ქვეყნის ვიცე პრეზიდენტი, ჯოზეფ ბაიდენი უძღვებოდა.

სესიაზე დონალდ ტრამპი და მაიკ პენსი ოფიციალურად ცნეს შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტად და ვიცე პრეზიდენტად.

საბოლოო შედეგების თანახმად, დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიაში 304 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა ჰილარი კლინტონმა კი 227.

კენჭისყრის დროს კანონმდებლების მხრიდან ისმოდა პროტესტი საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის გამოც.

შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება. 

დღის ამბები