07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
კერი ტრამპს მოუწოდებს, არ გააუქმოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები

ჯონ კერი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, არ გააუქმოს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა პოსტის დატოვებამდე, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გააკეთა.

ტელეკომპანია NBC-ის ჟურნალისტთან საუბრის დროს ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება იქნება უდიდესი შეცდომა და ამით არჩეული პრეზიდენტი დიდ ზიანს მიაყენებს ვაშინგტონის ინტერესებს.

სახელმწიფო მდივანმა რუსეთის ქმედებებს ყოვლად მიუღებელი და სახიფათოც უწოდა.

ობამას ადმინისტრაციამ საარჩევნო პერიოდში განხორციელებული კიბერთავდასხმების გამო, რუსეთს დამატებითი სანქციები დეკემბრის ბოლოს დაუწესა.

დღის ამბები