07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩავიდა

აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ყოფნის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, გერმანიაში ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩავიდა. ქალაქ ბრემერ-ხაფენის პორტში ასობით ტანკსა და სამხედრო მანქანებს ტვირთავენ.

მომდევნო დღეებში ტექნიკას, სარკინიგზო მაგისტრალით, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ჩაიტანენ. თვის ბოლოს პოლონეთში მასშტაბური სწავლებაც გაიმართება. ამერიკელი სამხედროების გარდა, რეგიონში ათასკაციან ბატალიონს ბრიტანეთი, გერმანია და კანადაც გაგზავნიან.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პროგრამა აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის შესაძლო აგრესიის შეჩერებას ისახავს მიზნად.  

დღის ამბები