07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
სირიაში დანაღმული მანქანის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა

სირიაში, თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ აზაზში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაშავებულია. სასამართლოს შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

აზაზი ერთ-ერთი პირველი ქალაქია, რომელიც თურქმა სამხედროებმა აგვისტოში, სირიის ტერიტორიაზე დაწყებული სახმელეთო ოპერაციის დროს ისლამისტებისგან გაათავისუფლეს. ქალაქს ამბოხებულები აკონტროლებენ.

დღის ამბები