07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა - თურქეთის პრემიერმინისტრის ერაყში ვიზიტის მთავარი თემა

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა თურქეთის პრემიერმინისტრის ერაყში ვიზიტის მთავარი თემა. ბინალი ილდირიმი ბაღდადში ჩავიდა და თავის ერაყელ კოლეგას შეხვდა.

ოფიციალური მოლაპარაკებების დროს ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხსაც განიხილავენ.

ბაღდადის გარდა, თურქეთის პრემიერმინისტრი კიდევ რამდენიმე ქალაქს ეწვევა.

ვიზიტის პარალელურად, ოფიციალურმა ანკარამ ერაყის ჩრდილოეთ რეგიონებში ქურთი მებრძოლების პოზიციებზე მორიგი ავიაიერიშები განახორციელა. ავიაციამ 11 სამიზნე გაანადგურა. 

დღის ამბები