07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მოწინააღმდეგეებს "სულელებს" უწოდებს

დონალდ ტრამპი რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მოწინააღმდეგეებს "სულელებს" უწოდებს. შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია ტრადიციულად twitter-ის საშუალებით გამოხატა.

ტრამპი წერს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობის მომხრეა და მხოლოდ სულელ და ბრიყვ ადამიანებს შეიძლება მიაჩნდეთ, რომ ეს ცუდია. მისივე თქმით, მსოფლიოში ისედაც საკმარისი პრობლემა არსებობს და კიდევ ერთი საჭირო არ არის.

დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ მისი ინაუგურაციის შემდეგ რუსეთი უფრო მეტ პატივისცემას გამოხატავს შეერთებული შტატებისადმი და შესაძლოა ვაშინგტონმა და მოსკოვმა მსოფლიო პრობლემების მოგვარებაზე ერთად იმუშავონ.

დღის ამბები