07 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
სტამბოლის ტერაქტის ორგანიზატორის სახელი ცნობილია

თურქეთის პოლიციამ სტამბოლის ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა დაადგინა.

გამოძიებაზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ახალი წლის ღამეს კლუბ რეინაში ცეცხლი ეროვნებით უზბეკმა აბდულ-გადირ მაშარიპოვმა გახსნა, რომელიც ასევე აბუ მუჰამედ ჰორა-სანის სახელითაა ცნობილი.

ინფორმაცია ტერორისტის შესახებ გამუდმებით იცვლება. თავდაპირველად გამოძიებამ ყირგიზეთის მოქალაქე დაასახელა, მოგვიანებით კი ძალოვანებმა აღნიშნეს, რომ მკვლელი ეროვნებით უიღურია. გამოძიებას საქმეზე 50-მდე პირი ჰყავს დაკავებული, თუმცა ტერაქტის შემსრულებელს, რომელმაც ღამის კლუბში 30 ადამიანი მოკლა და 70 დაჭრა, ძალოვანები ამ დრომდე ეძებენ. ოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

დღის ამბები