07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ფლორიდელ მსროლელს ბრალი წაუყენეს

შეერთებული შტატების ფედერალურმა პროკურატურამ ფლორიდელ მსროლელს ბრალი წაუყენა. ესტებან სანტიაგოს, რომელმაც ფლორიდის აეროპორტში 5 ადამიანი მოკლა და 6 დაჭრა, ძალადობრივ ქმედებებში, მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სხეულის განზრახ დაზიანებაში ადანაშაულებენ.

დაკითხვაზე ერაყის ომის ვეტერანმა განაცხადა, რომ მასობრივ მკვლელობას წინასწარ გეგმავდა და ალიასკიდან ფლორიდაში ამ მიზნით ჩავიდა. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, ყოფილი ჯარისკაცის დაკითხვა რამდენიმე საათს გაგრძელდა, თუმცა მოტივის შესახებ მას არაფერი უთქვამს.

ცნობილია, რომ ომის ვეტერანს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ეს ფაქტი მისი ოჯახის წევრებმაც დაადასტურეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 26 წლის ესტებან სანტიაგოს სიკვდილით დასჯა ემუქრება.

დღის ამბები