07 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
თურქეთის პრემიერმინისტრი ეთნიკური ქურთებით დასახლებულ ქალაქ ერბილში ჩავიდა

თურქეთის პრემიერმინისტრი ერაყში ვიზიტის ფარგლებში ეთნიკური ქურთებით დასახლებულ ქალაქ ერბილში ჩავიდა. ბინალი ილდირიმს ერაყის ქურთისტანის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან აქვს დაგეგმილი შეხვედრები.

მოლაპარაკების მთავარი თემა თურქეთსა და ეთნიკურ ქურთებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება და ერაყის ჩრდილოეთ რეგიონიდან თურქული არმიის გაყვანა გახდება.

ოფიციალურმა ანკარამ ბაშიქაში ძალები ისლამური სახელმწიფოს და ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში შეიყვანა. 

დღის ამბები