07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
გერმანიაში გაყინულ წყალში ცურვის ტრადიციული შეჯიბრი გაიმართა

გერმანიაში გაყინულ წყალში ცურვის ტრადიციული შეჯიბრი მაინც გაიმართა. ენთუზიასტები ბავარიის რეგიონში ჩავიდნენ, სადაც მინუს 8 გრადუსია.

შეჯიბრი ვუჰესის ტბაზე გაიმართა, წყლის ტემპერატურა კი ორი გრადუსი იყო. კონკურსის მონაწილეებს მხოლოდ ერთი პირობა უნდა შეესრულებინათ და გაყინულ წყალში ერთ კილომეტრიანი დისტანცია დაეფარათ. შეჯიბრი 19 წლის სებასტიან ენგელმა მოიგო.

დღის ამბები