07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ევროპაში გაუსაძლის ყინვებს მსხვერპლი მოჰყვა - დაღუპულია 25-მდე ადამიანი

მსხვერპლი მოჰყვა გაუსაძლის ყინვებს ევროპაში. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ნაწილს ციკლონი დაატყდა თავს, რის შედეგადაც ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა.

სამაშველო სამსხურების ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ყინვისგან 25-მდე ადამიანია დაღუპული, მათ შორის უმრავლესობა მიგრანტები და უსახლკაროები არიან. 12 ადამიანი ყინვისგან პოლონეთში გარდაიცვალა, სადაც საშუალოდ ტემპერატურა მინუს 14 გრადუსია.

იტალიის ცენტრალურ ნაწილში კი დიდთოვლობისა და ყინვების გამო 7 ადამიანი გარდაიცვალა. უამინდობის გამო მსხვერპლია ჩეხეთში, ბულგარეთსა და გერმანიაშიც, სადაც ტემპერატურის ვარდნის გამო ავტომაგისტრალები მოიყინა და ავარიები გახშირდა.

დღის ამბები