07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
მორიგი ტერაქტი ბაღდადში - წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 13 ადამიანი

მორიგი ტერაქტი ბაღდადში - დანაღმული ავტომობილი, რომელსაც ტერორისტი მართავდა, ბაზრის ტერიტორიაზე შეიჭრა და აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 13 ადამიანი, 50 დაშავებული კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ტერაქტი შიიტი მუსლიმებით დასახლებულ ჯამილას რაიონში თურქეთის პრემიერ-მინისტრის გამგზავრებიდან რამდენიმე საათში მოხდა. ბინალი ილდირიმმა ერაყის პრემიერთან შეხვედრაზე სწორედ ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი სტრატეგია განიხილა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უკვე აიღო ისლამურმა სახელმწიფომ.

დღის ამბები