07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
ვაშინგტონი და სეული კიმ ჩენ ინის წინააღმდეგ სპეციალურ დანაყოფს ქმნიან - სამხრეთ კორეის მედია

ვაშინგტონი და სეული კიმ ჩენ ინის წინააღმდეგ სპეციალურ დანაყოფს ქმნიან, რომელსაც სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ლიკვიდაცია დაევალება - ამ ინფორმაციას სამხრეთ კორეის მედია სამხედრო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო იონ-ჰაპმა სტატიის გამოქვეყნება კიმ ჩენ ინის დაბადების დღეს დაამთხვია. მისი ცნობით, სპეცდანაყოფში სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების რაზმებიდან ათასიდან 2 ათას ჯარისკაცამდე შევა და სამხრეთ კორეის მეთაურობას დაექვემდებარება. ასევე ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ნახევარკუნძულზე მორიგი ერთობლივი წვრთნების სერიას გეგმავენ.

დღის ამბები