07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
მორიგი ტერაქტი - იერუსალიმში სატვირთო მანქანა სამხედროების ჯგუფში შეიჭრა, არიან გარდაცვლილები

იერუსალიმში ტერორისტი სატვირთო მანქანით სამხედროების ჯგუფში შეიჭრა, ამის შესახებ BBC წერს. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა 15 დაშავდა. გარდაცვლილებს შორის 3 ქალი და 1 მამაკაცია.

15 დაშავებული კი, რომელთა შორის ჯარისკაცები და რიგითი მოქალაქეები არიან, მაშველებმა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, 4 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

იერუსალიმის ძველი ქალაქის ერთ-ერთი შესასვლელი ამ დრომდე გადაკეტილია და პოლიციის ალყაშია. 

თავდასხმა არმონ ჰა-ნეცივის რაიონში დღის ორი საათისთვის მოხდა. იმ დროს ქალაქის ძველ შესასვლელთან როგორც წესი ტურისტების სიმრავლეა. თვითმხილველები ყვებიან, რომ მერსედესის მარკის სატვირთო ავტომობილმა სიჩქარე აკრიფა და გამიზნულად დაეჯახა ტროტუარზე მდგომ სამხედროებს, რომლებიც იმ მომენტისთვის ავტობუსიდან ჩამოვიდნენ. მათივე განცხადებით, მანქანა მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც მას სამართალდამცველებმა ცეცხლი გაუხსნეს.

პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტი რომელიც სატვირთო მანქანას მართავდა სამართალდამცველების ტყვიას ემსხვერპლა. მომხდარის გამო იერუსალიმის მასშტაბით უსაფრთხოება გააძლიერეს.

 

დღის ამბები