07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
ორი აფეთქება ერაყის დედაქალაქში - დაღუპულია 20 ადამიანი

20 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ერაყის დედაქალაქში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. თავდასხმა ბაღდადის შიიტებით დასახლებულ უბანზე განხორციელდა.

პირველი ბომბი ავტომობილში იყო დამონტაჟებული, რასაც რამდენიმე საათში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აფეთქება მოჰყვა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ უკვე აიღო.

ერაყის არმია ისევ განაგრძობს შეტევებს ტერორისტებისგან ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად, რის ფონზეც ერაყში ბოლო დღეების განმავლობაში არა ერთი ტერაქტი მოხდა.

დღის ამბები