07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ნატო აღმოსავლეთ ფლანგის კიდევ უფრო გაძლიერებას იწყებს

ნატო აღმოსავლეთ ფლანგის კიდევ უფრო გაძლიერებას იწყებს. დამატებითი სამხედრო ტექნიკა ამჯერად გერმანიაში განლაგდა. ნატოს ამერიკული სამხედრო მეთაურობის განმარტებით, ეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის საპასუხო ქმედებაა.

მათი თქმით, ნატოს 70 ათასამდე სამხედრო პერსონალი ევროპაში უნდა იყოს ადაპტირებული სწრაფად ცვალებად გამოწვევებზე, როგორიცაა რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, მიგრანტების ნაკადის შემოსვლა ევროპაში და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

ალიანსის წარმომადგენლების განცხადებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ნატოს ინფრასტრუქტურისა და საჰაერო თუ სახმელეთო თავდაცვის გაზრდა გერმანიაში.

დღის ამბები